Friday, October 16, 2009

How It All Began...


ჩემი და გვანცოს პირველი წერილები, მაშინ, როცა "ეს გრძნობა" ჯერ კიდევ ახალი, უცნაური და უცხო იყო :)

თითქმის დარწმუნებული ვარ, ამ პოსტს არ ნახავ, ასეთი თემების მოყვარული არ ხარ: ) მსუბუქად გადაევლება, ალბათ შენი მაუსის ისარი ამ თემის ლინკს და სადმე სხვაგან შეჩერდება. მნიშვნელობა არ აქვს, წაიკითხავ თუ არა ამას, ვიცი, რომ ისედაც, უთქმელად გრძნობ ამ წერილში ნათქვამს... ჩვენზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, ორივე არანორმალურები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდან ბოლომდე არანორმალურია: ) აქამდე ყოველთვის ვუკრძალავდი ჩემს თავს გამეკეთებინა დაუფქრებელი საქციელი, გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში, ბიჭთან ურთიერთობაში ყოველთვის. როცა მინდოდა,, ძალიან მარტივად ვთოკავდი ემოციებს. მაგრამ იმ დღეს ცხოვრებასი პირველად დავიკიდე ფეხებზე ყველაფერი და იმ დღიდან დაწყებული ამ წუთმდე ვაკეთებ იმას, რაც მომინდება, მომაფიქრდება და , ჩემდა გასაოოცრად, არ მიქმნის არანაირ პრობლემას, პირიქით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ ვიცი, თავიდანვე სიყვარული იყო თუ აარა ეს,მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, იმ დღეს, თავი ძალიან თავისუფლად ვიგრძენი, მივხვდი, რომ შენს გვერდით რაც არ უნდა მეკეთებინა, უბრალოდ ხმის ამოუღებლად რომ ვმჯდარიყავი, მაინც სასიმოვნოდ ვატარებდი დროს.. ახლა ჩემს ოთახში ლოგინის კიდეში წამომჯდარს საღებავის სუნი მცემს, მონიტორის შუქი თვალებში მჭყიტინებს და მეღიმება. მეღიმება, იმიტომ რომ მახსენდება, ჩვენი სულელური და სასაცილო საუბარი, მერე ვითომ გაბრაზებულმა რომ გამოგიცხადე, წავედი მეთქი. შენ იჯექი და ელოდი, რომ გამოვბრუნდებოდი , მე კი მივაბიჯებდი და ველოდი, როდის ადგებოდი და წამომეწეოდი. ასეც მოხდა, ადექი და სწრაფი ნაბიჯით დამეწიე და რომ გავიფიქრე, ახლა ხელს დამავლებს და წამიყვანს მეთქი, უცებ ხელში ამიტაცე, იმაზე ძალიან გამეცინა, ახლაც ძალიან მეცინება, რომ მახსენდება. სულ მეშინოდა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ისევე სწრაფად არ დამთავრდეს-მეთქი. ზუსტად ამ წამს მომწერე, მიყვარხარო და მე მივხვდი, რომ საშიში არაფერია : )

                                                                                                                                                გვანცო

===================================================================

არასოდეს მეხერხებოდა გრძნობების სიტყვებით, მითუმეტეს ნაწერით გამოხატვა მაგრამ შენი წერილის წაკითხვის შემდეგ მეც მომინდა რამდენიმე სიტყვის დაწერა. ვკითხულობდი და სხეულში სითბო მეღვრებოდა. მიკვირდა და მიხაროდა, რომ შენნაერი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე. იცი, ხშირად ვფიქრობ ამაზე. გითხარი კიდეც, არ ვიმსახურებთქო, მაგრამ მიხარია რომ შენს გულში ადგილი მაჩუქე. ყოველი დღე და ყოველი საათი რომელსაც აქ, უშენოდ ვატარებ მტკივნეულია, მაგრამ მაინც მიყვარს. იცი რატომ? ეს დღეები და საათები იმ დროს ამცირებს, რა დროსაც უშენოდ მომიწევს ყოფნა.
არანორმალურები ვართ, მართალია, მაგრამ არც სიყვარულია ნორმალური გრძნობა და ალბათ ამიტომაც შემიყვარდი ასე სწრაფად და ასე ძლიერ. სულ ვუმტკიცებდი თავს რომ ეს გრძნობა არ არსებობს, შენ დამარწმუნე რომ ვცდებოდი.

                                                                                                                                                 საბა